განათლებისა მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, ხუთი წლის ბავშვის სკოლაში შეყვანის აკრძალვის საკითხი მხოლოდ იდეის დონეზე არსებობს. როგორც ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სანიკიძემ განმარტა აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა ამ ეტაპზე დაწყებული არ არის.
" ეს საკითხი არის იდეის დონეზე და მე მას მაღალ ლეგიტიმაციას არ მივცემდი. ჩატარებულია რამდენიმე კვლევა, რამდენად შეუძლია 5 წლის ბავშვს სასწავლო პროცესში მონაწილეობა, შესაბამისად ჩვენ ამ კვლევის შედეგებს ვსწავლობთ. კანონპროექტის ინიცირება არც გამიკეთებია და ამაზე არც ვმუშაობთ", - განაცხადა სანიკიძემ.