რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს ახალ პრეზიდენტთან ურთიერთობისათვის მზადაა. ეს განცხადება ლავროვმა თავის უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის ფარგლებში გააკეთა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია მზადაა საქართველოსთან თანამშრომლობისათვის.
„საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გუშინ გაიმართა. ჯერ 24 საათიც კი არ გასულა. არჩვენები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდა. მათ შედეგებს ჩვენ არ ვაპროტესტებთ", _ განაცხადა ლავროვმა და აღნიშნა, რომ რუსეთს არ გაუწყვეტია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები და „დაელოდება ქართული მხარის განცხადებას, რომელიც იმ საკითხს შეეხება თუ რა პოლიტიკას გაატარებს ქვეყანა", _ განაცხადა ლავროვმა.