,,ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის სანდრო კვიტაშვილის განცხადებით, გუშინ გამართული საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ ერთი ნიშანია ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობის. როგორც ,,პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში კვიტაშვილმა განაცხადა იგი მიესალმება ყველა არჩევნებს რომელიც მშვიდ გარემოში ჩატარდება.
"გუშინდელი არჩევნები კიდევ ერთი ნიშანია ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობის და იმ კურსისა, რომელიც საქართველოს ევროპისკენ აქვს აღებული. მივესალმებით ყველა არჩევნებს, რომელიც ჩატარდება ისე, რომ მოსახლეობას საკუთარი ნების მშვიდ გარემოში გამოხატვის საშუალება ჰქონდეს", - აცხადებს კვიტაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები