რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ მარგელოვი აცხადებს, რომ საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით შეუძლებელია და რთულია ქვეყნის მომავალ კურსზე იმსჯელო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგები საქართველოს პოზიციებს ძირითად მიმართულებებში ნათელს არ ჰფენს. ანუ საუბარია ტერიტორიულ მთლიანობაზე, მოსკოვისა და დასავლეთის ურთიერთობებზე, დიდ პრობლემად რჩება ასევე კორუფცია ხელისუფლებაში", _ აცხადებს მარგელოვი.
ამას გარდა, მარგელოვი ასევე მიიჩნევს, რომ „თბილისში სხვა და სხვა მოძრაობებს შორის პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება მოხდეს".
„არსებული წინასწარი შედეგებით, შესაძლოა დაეთანხმო აზრს, რომ სააკაშვილის ეპოქა საქართველოში დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საპატიო მეორე ადგილი მოიპოვა გამარჯვებულთან შედარებით სამჯერ ნაკლები ხმების რაოდენობის შეგროვებით. კიდევ უფრო მოკრძალებულია პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" შედეგები, რომელსაც არჩევნებზე გამოცდილი პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე წარმოადგენდა. ეს პარტია ოპოზიციაშია როგორც მმრთაველი კოალიციის ისე ნაციონალური მოძრაობის მიმართ და ბრძოლის გაგრძელების პირობას დებს",_ აცხადებს მარგელოვი.