რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვი საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს კანონზომიერად მიიჩნევს. ეს განცხადება მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში" არსებულ თავის გვერდზე გააკეთა.
„არჩევნების შედეგები საქართველოში კანონზომიერია. სააკაშვილმა ხალხს მხოლოდ ანტიტუსული პლატფორმა და თავისი ძველი ცოდვები შესთავაზა. ეს კი გამარჯვებისათვის არასაკმარისია", _ დაწერა თავის გვერდზე პუშკოვმა.