ლევან გაჩეჩილაძე გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმიანება და ქვეყნის მოსახლეობას ახალი პრეზიდენტის არჩევას ულოცავს.
როგორც გაჩეჩილაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, იგი გარკეული პერიოდის განმავლობაში მედიასთან კონტაქტისგან და საჯარო განცხადებებისგან თავს იკავებს და ამ ეტაპზე მხოლოდ არჩევნების შედეგების მოკლე შეფასებით შემოიფარგლება.
"დამთავრდა უბედურება, მთელ ხალხს ვულოცავ! ეს არის ჩემი კომენტარი ამ ეტაპზე,"- განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.
ცნობისთის, გუშინ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ეგზიტპოლების წინასწარი შედეგების მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტი კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი გახდება. წინასწარი მონაცემებით, მას მოსახლეობის 62%-ზე მეტი უჭერს მხარს.