სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თენგიზ გუნავას განაცხადებით მოსამართლემ ბაჩო ახალაისთან დაკავშირებით არაკანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გუნავამ განმარტა ,,დღეს კანონიერი ქურდების ხელისუფლებაა".
,, ეს არის ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლება დღეს. კანონიერი ქურდების ხელისუფლებაა. ვაპირებთ ბრძოლას სანამ ესენი ქვეყანას არ მოშორდებიან", _განაცხადა თენგიზ გუნავამ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდა.