თავდაცვის ყოფილი მინისტრის მამის როლანდ ახალაიას განცხადებით, მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არასამართლიანია და ის პოლიტიკურია.
,,მოსამართლის გადაწყვეტილებას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება", -განაცხადა როლანდ ახალაიამ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილბით, იგივე სასჯელი შეეფარდათ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეში ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებულ რევაზ ჭარბაძეს, დავით ჭაკუასა და მეგის ქარდავას, რომლებიც ამ დრომდე ძებნილებად ითვლებიან.
თავდაპირველად მოსამართლემ ახალაიას სასჯელის სახით 5 წელი შეუფარდა, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება მოეხსნა და სასჯელმა 3 წელი და 9 თვე შეადგინა.
ამავე დროს მოსამართლის გადაწყვეტილებით ახალიას 2 წლითა სამი თვით თანამდებობაზე დანიშვნა შეეზღუდება და 4000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.