პოლიტილოგი რამაზ საყვარელიძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ეგზიტპოლების შედეგების შეფასებისას აცხადებს, რომ უფრო დაძაბულ საპრეზიდენტო არჩევნებს მოელოდა და ვარაუდობდა, რომ მეორე ტური გაიმართებოდა.
,,ველოდი რომ საპრეზიდენტო არჩევნები უფრო დაძაბული იქნებოდა, თუმცა სასიამოვნოა რომ პირველსავე ტურში გადაწყდა ყველაფერი. პრინციპში დარწმუნებული ვიყავი, რომ გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებდა. დავით ბაქრაძეს რაც შეეხება მის გამარჯვებას არ ველოდი, რადგან ერთი წლის წინ მოსახლეობამ ,,ნაციონალურ მოძრაობას" ვერდიქტი გამოუტანა.
რაც შეეხება ,,ჯი-ეიჩ-ენის" შეკითხვას რატომ არა გამართლდა მოლოდინი მეორე ტურის გამართვასთან დაკავშირებით და რა ფაქტორმა იქონია გავლენა ამომრჩეველზე პასუხობს:
,, ალბათ ყველაფერთან ერთად ამომრჩეველზე გავლენა იქონია ბიძინა ივანიშვილის მკვეთრმა ნაბიჯებმა საარჩევნო პერიოდში, მისი ავტორიტეტი საკმაოდ მაღალია და პროცესებზე გავლენას ახდენს. პრემიერმა, ფაქტობრივად, მოსახლეობისგან საკითხის პირველსავე ტურში გადაწყვეტა მოითხოვა და ამ მოთხოვნას ამომრჩეველი გაგებით მოეკიდა", _განაცახადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ' საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინული კომპანია SOCIS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მონაცემებით საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია ,,ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი 65% ლიდერობს. მეორე ადგილზეა ,ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე 16%, ,,დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატს ნინო ბურჯანაძეს კი 9% აქვს.
კვლევა ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენისა" და გაზეთ „პრემიერის" დაკვეთით კომპანია SOCIS-მა ჩაატარა. კვლევა საქართველოს მასშტაბით 152 საარჩევნო უბანზე ჩატარდა. გამოიკითხა 12100 ამომრჩეველი.