,,ვინც შედეგებით უკმაყოფილოა მინდა ვუთხრა ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველთა უმრავლესობის აზრს", _განაცახადა მიხეილ სააკაშვილი ტელემიმართვისას. როგორც სააკაშვილმა განაცხადა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა
,, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა საქართველომ აირჩია ახალი პრეზიდენტი და მინდა ყველა ამომრჩეველს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, ვუთხრა მადლობა, რადგან ყველა არჩევნები, მიუხედავად მათი შედეგებისა, ემსახურება ყოველ ჯერზე დემოკრატიის შემდგომ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და დემოკრატია არის მთავარი, რასაც ეფუძნება პოლიტიკური სისტემა და რითაც ვამაყობთ. მინდა ვუთხრა ყველას, ვინც შედეგებით უკმაყოფილოა ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველთა უმრავლესობის აზრს. რამდენადაც არ უნდა ვეთანხმებოდეთ ამ გადაწყვეტილებას, ასეთია დემოკრატიის წესები. ჩვენ ყველანი პატივს ვცემთ კანონიერებას და არჩევნებში მონაწილეთა უმრავლესობის აზრს", _განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.