ეს ტიპაჟები, რომლებიც დამდევენ, ამათ პირდაპირ ფულს უხდის პოლიცია და ეს ყველამ კარგად ვიცით. ეტყობა, რაღაცა ზედმეტად ნერვიულობენ საქართველოს მთავრობაში და რაღაც ზედმეტად ეშინიათ ჩემი თუნდაც მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პრეზიდენტობა მთავრდება,"- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმ ამიხეილ სააკაშვილმა ბოლო დღეებში მისი გადაადგილების არეალში გამართული საპროტესტო აქციების საკითხის კომენტირებისას ისაუბრა.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, ამ ადამიანებმა ალბათ რაღაცა ისეთი იციან, რაც თვითონ არ იცის და ალბათ მთავარი, რაც მათ იციან, ის არის რომ საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ მმართველობის 9 წელი რაიმე სერიოზული უარყოფითი მოვლენის გარეშე გალია.
პრეზიდენტი ასევე თვლის, რომ მან მართლაც შეძლო, რომ მის მთავრობას 10 წელი ისე ეფუნქციონირა, რომ მთავრობა არ ყოფილიყო კორუმპირებული და მთავრობას თავის შესაძლებლობების ფარგლებში ხალხისთვის ემსახურა და ასეთ მთავრობასთან და ასეთ პრეზიდენტთან, მაშინაც კი, როდესაც ის თუნდაც ყოფილია, ძნელია ბრძოლა.
"გავლიეთ ეს წლები იმაში, რომ როგორც ბოლოს დადასტურდა, ჩვენზე არანაირი სერიოზული უარყოფითი რამე არ არსებობს იმ გაგებით, რომ ვიღაცამ შარი მოგვდოს. ძნელია ბრძოლა იმ ხალხთან, ვინც არასოდეს არაფერში გასვრილი არ ყოფილა და ეს არის ალბათ ის, რაც იმ ადამიანებს ანერვიულებს, ვინც თუნდაც ბოლო წუთამდე ეწევა ასეთ ისტერიულ კამპანიას ჩემს წინააღმდეგ,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.