ჟურნალისტი ია ანთაძე აცხადებს, რომ ჟურნალისტების პროტესტი ხელისუფლების გავლენიანი ძალების მხრიდან კონკრეტული განცხადებებიდან გამომდინარე გაჩნდა, მაგრამ ამ შეხვედრის მნიშვნელობას დაპირისპირებულ მხარეთა მორიგების თვალსაზრისით მაინც დადებითად აფასებს.
"ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა, როცა ხელისუფლების რეალურად გავლენიანი წარმომადგენლები და ჟურნალისტები ერთ მაგიდასთან სხედან და საერთო პრობლემებზე საუბრობენ. კომუნიკაციის პრობლემა წლების განმავლობაში არსებობდა და, შესაძლოა, დღეს პირველი პრეცენდენტი იყოს, როცა დეფიციტის აღმოფხვრა დაიწყება", _ აცხადებს ია ანთაძე.
მისი აზრით, ქვეყანაში გამწვავებული ვითარების გამო ხელისუფლება მედიპოლიტიკის გადახედვას ცდილობს.
"სიმწვავის მიუხედავად, ხელისუფლებასა და ჟურნალისტებს შორის დიალოგი აუცილებელია. საუბარი, რა თქმა უნდა, არ უნდა შედგეს იმაზე, როგორი უნდა იყოს თვითრეგულირების მექანიზმი, ამას თვითონ მედია მოაგვარებს", _ აცხადებს ანთაძე.