საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნებში მონაწილეობას უახლოეს საათებში მიიღებს და მის არჩევანს საბურთალოს რაიონში, ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე საარჩევნო უბანზე გააკეთებს.
სააკაშვილი ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებს მაქსიმალურად იაქტიურონ და მიიღონ მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში, რადგან შესაძლოა, თითოეული ამომრჩევლის ხმა გადამწყვეტი აღმოჩნდეს და მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ქვეყნის მომავალ განვითარებაზე.
"მივდივარ თბილისში ხმის მისაცემად, ვჩქარობ, შემოვიარე სამეგრელოს სოფლები, მაგრამ ახლა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ყოველ ხმას აქვს მნიშვნელობა, ეს ბრძოლა ნამდვილად ღირს. ასევე, ამ ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია და დღესაც მიცემული თითოეული ხმა მოგვცემს ძალიან დიდ განსხვავებას და შედეგს. ამიტომ ახლა სახლში დაჯდომის და ხელების ჩამოშვების დრო ნამდვილად არ არის. მე მიმაჩნია, რომ საერთოდ სწორი ტენდენცია წავიდა ბოლო ხანებში და დრო დასჭირდება კიდევ ამას, მაგრამ დღეს ხალხის აქტიურობაზე მომავალში განვითარებული მოვლენები ბევრწილად იქნება დამოკიდებული. ამირტომ, როგორც ახლა მე მივდივარ საარჩევნო უბანში და ხმა უნდა მივცე, ასევე ვინც ჯერ არ ყოფილა, ჩემი თხოვნაც არის, მოწოდებაც არის და რჩევაც არის არ დავიზაროთ და წავიდეთ არჩევნებზე,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.