საპრეზიდენტო არჩევნებს განსაკუთრებული მოლოდინით აკვირდება ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი. აპატურაი საქართველოში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"მე დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დღეს და მომდევნო პერიოდშიც მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რომ მათი დემოკრატია ნამდვილად ვითარდება"_ განაცხადა აპატურაიმ.