საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ხმის მისაცემად მეუღლესთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვლთან და შვლებთან ერთად მივიდა.
როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "მიუხედავად იმისა, რა შედეგი იქნება დღეს, ყველას შეგვიძლია ერთმანეთს მივულოცოთ, რომ არჩევნები აბსოლუტურად უპრეცედენტოდ მშვიდად, მშვიდობიანად, სამართლიან და თანაბარ პირობებში ჩატარდა".
"ყველას შეგვიძლია მივულოცოთ ერთმანეთს, რომ არჩევნები ჩატარდა ისეთ გარემოში, რომელზეც 1 წლის წინ მხოლოდ ოცნება შეგვეძლო, არა მხოლოდ ის, რომ ქვას აღარ ესროდნენ არავის, რაც სრულიად წარმოუდგენელი რამ იყო, არამედ ხელისუფლების დამოკიდებულების თვალსაზრისითაც, პოლიცია იცავდა ყველა კანდიდატს საჭიროების შემთხვევაში და ხელისუფლება გვერდში ედგა ყველა კანდიდატს, ამიტომ ვფიქრობ, რომ უკვე შეგვიძლია ერთმანეთს მივულოცოთ,"- განაცხადა თინა ხიდაშელმა და დასძინა, რომ რაც უფრო ბევრ ადამიანი მივა არჩევნებზე, ხელისუფლება მით უფრო მეტად დარწმუნდება, რომ საზოგადოება მოწადინებულია კვლავაც თანამონაწილე იყოს ყველა იმ ცვლილების, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს.