საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხმის მისაცემად მეუღლესთან და შვლებთან ერთად მივიდა. იგი მისი რაიონის საარჩევნო უბანზე 63-ე ამომრჩეველი იყო.
როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში დღეიდან მკვიდრდება თავისუფალი არჩევნების პრაქტიკა საქართველოს აღარასოდეს ეყოლება პრობლემური პრეზიდენტები.
"განწყობა შესანიშნავია, პირველი ფრაზა, რაც ვვი არის ის, რომ შარშან რაღაცეები არ შეიძლებოდა, წელს უკვე შეიძლება. წელს უკვე შეიძლება ხმის მიცემა თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლებების და წნეხის გარეშე, ეს არის დიდი მონაპოვარი და საქართველოში დღეიდან მკვიდრდება თავისუფალი არჩევნების პრაქტიკა და საქართველოში დღეიდან მკვიდრდება პრეზიდენტების მშვდობიანი, საარჩევნო გზით შეცვლის პრაქტიკა და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეიდან საქართველოს აღარასოდეს ეყოლება პრობლემური პრეზიდენტები, ეყოლება პრეზიდენტები, რომლებითაც ქვეყანა იამაყებს და რომელიც თავისი ქვეყნით იამაყებს,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.