საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდის #4 საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა და საკუთრი არჩევანი დააფიქსირა. როგორც ჟურნალისტებთან ივანიშვილმა განმარტა ადამიანებს საკუთარი არჩევანის უფლება დაუბრუნდათ.
,,ჩვენ აბსოლუტურად განსხვავებულ სიტუაციაში ვატარებთ არჩევნებს. ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენი ხელისუფლების. ადამიანების დავუბრუნეთ არჩევანის, საკუთარი ხმის მიცემის უფლება. ადამიანება თავისუფლება იგრძნეს. არავინ არავის არაფერს აძალებს, არავინ ზედმეტს არავის არ კარნახობს, არავინ არავიზე არ ძალადოს. ამომრჩეველი მოდის და საკუთარ ნებას გამოხატავს. საქართველოს უხალოეს ისტორიაში პირველად ხდება, რომ ხელისუფლება არც კი ცდილობს, არა თუ ხდება, რომ ხელისუფლებას რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატზე გამოიყენოს სახელისუფლებო რესურსი",-განაცხადა ივანიშვილმა.