საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციის საქმეში მნიშვნელოვანი დღე იქნება. ამის შესახებ ნორლანდმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
,, საპრეზიდენტო არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი დღე ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციის საქმეში, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საქმეში. სამეგრელო, ზუგდიდი ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. ზუგდიდში მეოთხედ ვიმყოფები და მახსოვს გასულ წელს სწორედ ამ საარჩევნო ოლქში როგორი დაძაბული ატმოსფერო იყო, დღეს ატმოსფერო უფრო მშვიდია, ხალხი სამართლიანი ჩატარებას მოელის", _განაცხადა ნორლანდმა.