საქართველოს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციით კმაყოფილია. როგორც ივანიშვილმა საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა ევროპელებმა კარგად დაინახეს რას წარმოადგენს დღევანდელი ხელისუფლება.
,,ევროპარლამენტის რეზოლუცია ძალიან კარგია რაც უნდა ყოფილიყო ის არის. ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებს განსხვავებული მოლოდინი ჰქონდათ და ისე არ მოხდა და არც მომავალში არ მოხდება. ევროპამ კარგად გაიგო ვინ ვართ ჩვენ", _განაცხადა ჟურნალისტებთან ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე 24 ოქტომბერს ევროპის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში ხაზგასმულია ევროკავშირის ვალდებულებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ და საქართველოს სწრაფვა ევროპული ინტეგრაციისაკენ. ასევე ევროგაერთიანება აღიარებს ქვეყნის მოდერნიზაციას ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების შესრულებაში ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს. ასევე ხელისუფლების ძალისხმევას კორუფციასთან ბრძოლაში.