"რამხელა ცინიზმია, ფოტოებს იხსენებენ ეს ხალხი, რომლებმაც 1 წლის წინ ფოტოები კი არა, სახეები დაახიეს ხალხს და ციხეები იყო გატენილი,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "კავკასიას" ეთერში ისაუბრა.
ივანიშვილის განცხადებით, გასული წლის წინასაარჩევნო პერიოდში მას ხელისუფლება საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლებასაც უპირებდა.
"მე ტელემაყურებლებისთვის არ მითქვამს ეს, მოვიდნენ იქ, ვაგონს დგამდნენ, გათბობას მიჭრიდნენ და სახლიდან გასახლება უნდოდათ ჩემი. ოფისშიც არ შეგვიშვეს, გამორთეს წყალი, გათბობა, რამდენი ხალხი ცემეს, ქვებს გვესროდნენ, არ გვალაპარაკებდნენ და ეს ხალხი დღეს ჩვენ გვსაყვედურობს, რომ ბაქრაძის ფოტო სადღაც ჩამოუხევიათ,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.