ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა ყოფილი მინიტრის და ექს-პრემიერის ვანო მერაბიშვილის დღეანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულსა და სახელმწიფო ბრალმდებელს შორის მცირედ სიტყვიერ შელაპარაკებასჰქონდა ადგილი.
პროკურორსა და მერაბიშვილს შორის სიტყიერი შელაპარაკების საფუძველი ვანო მერაბიშვილის მიერ გამოთქმული პრეტენზია გახდა, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი სასამართლო სხდომებზე თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით გადაადგილებას პრობლემატურს უწოდებდა რაზეც პროკურორმა უპასუხა, რომ კანონის თანახმად, შესაძლებელია სასამართლო სდომების პერიოდში ვანო მერაბიშვილი ქუთაისის რომელიმე საპყრობილეში მოათავსონ.
"სრულიად შესაძლებელია, როდეაც კვირაში 2 ან 3 პროცესი ჩაინიშნება, ეს 3 დღე ბრალდებული ივანე მერაბიშვილი იმყოფებოდეს ქუთაისში და აქეთ-იქეთ არ ატარონ,"- განაცხადა პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა.
პროკურორის აღნიშნულ განცხადებას ვანო მერაბიშვილმა უპასუხა, რომ იგი მზადაა ქუთაისის ციხეში ქურდებთან და ყაჩაღებთან ერთად ჩაჯდეს, ისინი ვერაფერს დაუშავებენ, თუმცა თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ხელისუფლების მიერ არჩეულ პოლიტიკას კიდევ ერთხელ დაამტკიცებს.
ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდა. ე.წ. დასაქმების ეპიზოდთან დაკავშირებით გამართულ პროცესზე ბრალდების მხარის 8 მოწმე დაიკითხა.