ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. სპეციალური რწმუნებული პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი კვლავ კატეგორიულად მოითხოვს საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის არსებული საზღვარი ყველა ოფიციალუ დოკუმენტში "სახელმწიფო საზღვრად მოიხსენიონ".
ჩოჩიევი ასევე აცხადებს, რომ ცხინვალის კრიმინალური რეჟიმი საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო საზღვარზე ბოძების დამონტაჟებას გეგმავს.
ჩოჩიევის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ცხინვალის სეპარატისტულმა რეჟიმმა მას შემდეგ მიიღო, რაც თბილისმა საზღვრების დემარკაციის საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.
~ბოძებს, რომელსაც დავამონტაჟებთ მითითებული იქნება, რომ აქ სახელმწიფო საზღვარი გადის~, - აღნიშნა ჩოჩიევმა.
აღსანიშნავია, რომ ოსმა სეპარატისტებმა ფორმულირება "სახელმწიფო საზღვარი"-ს არარსებობის შესახებ, მცირე ხნის წინ უკმაყოფილება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე გამოხატეს და თანათავმჯდომარეებს დაემუქრნენ კიდეც, რომ "თუკი ყველა ოფიციალურ დოკუმენტში ფორმულირება "საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი" არ დაფიქსირდებოდა ისინი მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარს იტყოდნენ.
შეგახსენებთ, საერთაშორისო დონეზე აღნიშნული კონფლიქტის ირგვლივ მიმიდნარე მოლაპარაკების არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში ფორმულირება "სახელმწიფო საზღვარი" დაფიქსირებული არ არის.