საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) თანადამფუძნებლი, ელენე ხოშტარია მიჩნევს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამ, შესაძლოა, რუსეთი გააღიზიანოს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ელენე ხოშტარიამ პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია საქართველოს სუვერენიტეტისადმი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რაც რუსეთს არ აწყობს.
,, მესმის, პრემიერის მცდელობა, რომ პოზიტიურ ჭრილში ვისაუბროთ რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით და ევროპულ ჩვენი არჩევენზე საუბრისას თავად არ გავამწვავოთ რუსეთის თემა. შესაბამისად აბსოლუტურად ვეთანხმები პრემიერს, რომ ჩვენ თვითონ ნეგატივზე არ უნდა ვისაუბროთ. რეალურად უნდა გვესმოდეს, რუსეთის ნეგატიური რეაქცია ჩვენს ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით გამოწვეულია არა იმიტომ რომ ევროპა, ან ნატო ცუდია, არამედ რუსეთი ღიზიანდება იმის გამო რომ საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია ეს არის ჩვენი სუვერენიტეტისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. რუსეთს კი სჭირდება არა დამოუკიდებელი საქართველო, არამედ მისი გავლენის ქვეშ მყოფი სახელმწიფო. ამიტომ ნებისმიერი ნაბიჯი რომელიც რუსეთის მონობას გვაშორებს მათთვის გამაღიზიანებელია. რუსეთს გაღიზიანება არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართYბით ექნება, არამედ მთელი რეგიონის მიმართ. ნახეთ როგორ ცდილობდნენ უკრაინაზე ენერგო, სავაჭრო რესურსებით ზეწოლას, იგივე მოლოდოვაზე. ამიტომ ჩვენი გადარჩენის ერთადერთი შანსი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ელენე ხოშტარიამ.
მისივე განმარტებით, ნაკლებად მოსალოდნელია რომ ვილნიუსის სამიტის შემდეგ ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე აიკრძალოს.
,, ის რომ რუსეთის ბაზარი არასტაბილურია ამაზე მთავრობაც საუბრობდა. შეიძლება ვილნიუსის სამიტის შემდეგ ქართული პროდუქცია არ აკირძალოს, ეს უფრო მოგვიანებით მოხდეს, რადგან რაც უფრო მეტი პროდუქტი შევა რუსეთის ბაზარზე საქართველოსთვის მისი აკრძალვა უფრო მტკივნეული იქნება", _განაცხადა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება და შემდეგ ხელმოწერა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას არ გაართულებს. როგორც პრემიერმა პოლონეთისა და შვედეთი საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა ის რუსეთის ქმედებით გაოცებულია.