პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადისლავ სიკორსკის განცხადებით, ევროპას შეუძლია დაეხმაროს რუსული ემბარგოთი დაზარალებულ სახელმწიფოებს იმპორტის გაზრდით და ბაზრის დივერსიფიცირებით.
როგორც სიკორსკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების გასაფორმებლად ქვეყნის განვითარება და მოდერნიზება უნდა გაგრძელდეს.
მისივე თქმით, შერჩევითი სამართლის გამოჩენაც კი თავიდან უნდა იქნას აცილებული.
"რაც შეეხება რუსეთის მიერ ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე ბოიკოტს, მე გავსინჯე ქართული და მოლდოვური ღვინოც, მაგრამ ჯერ ცოცხალი ვარ,"- განაცხადა რადისლავ სიკორსკიმ.