"ნამდვილად არსებობს ნიშნები, რომ რუსეთი ზომებს იღებს გარკვეული ქვეყნების წინააღმდეგ,"- ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბლდტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბილდტის თქმით, რუსეთის მხრიდან გარკვეული ზომების მიღება მოხდა მოლდოვური ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით, რაც ქართველებისთვის უცხო არ არის.
"ჩვენ ევროკავშირის მხრიდან გავაკეთეთ ის, რომ გავზარდეთ მოლდოვური ღვინის ქვოტა, რომელიც შეიძლება შემოვიდეს ევროკავშირის ქვეყნებში, მაგრამ ვფიქრობთ, რომ რუსეთი მიხვდება, რაც ახლა ხდება მთელი ევროპისთვის და რუსეთისთვის გრძელვადიან ინტერესში შედის,"- განაცხადა კარლ ბილდტმა.
რაც შეეხება უკრაინის საკითხს, კარლ ბილდტის განმარტებით, ევროკავშირმა დიდი ხნის წინ დააასრულა მოლაპარაკება, შემდეგ დააპატიმრეს იულია ტიმოშენკო და ამიტომ პროცესი სრულად შეჩერდა.
"გაფორმდება თუ არა შეთანხმება, ეს საკითხი ჯერ-ჯერობით ღია რჩება. ჩვენ ყველა ქვეყნის მიმართ ერთნაირი სტანდარტი გაგვაჩნია, მნიშვნელობა არ აქვს უკრაინა იქნება ეს თუ საქართველო,"- განაცხადა კარლ ბილდტმა.