საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება და შემდეგ ხელმოწერა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას არ გაართულებს. როგორც პრემიერმა პოლონეთისა და შვედეთი საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა ის რუსეთის ქმედებით გაოცებულია.
,,გაოცებული ვარ რუსეთის პოზიციით რომელიც, თითქოს, ევროკავშირის წინააღმდეგ პოზიციას ამჟღავნებს, რაც სამწუხაროა. თუმცა ამას ღიად არ აცხადებს და კარგია, ამის ეჭვი მხოლოდ მის ქმედებებში ჩნდება. არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება და შემდეგ ხელმოწერა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას გაართულებს, თუმცა კითხვები მაინც რჩება. იმედი მაქვს რომ რუსეთი მალე გააცნობიერბს და დაიწყებს სწრაფვას საუკეთესო გაერთიანებაში ევროკავშირში ", _განაცხადა ივანიშვილმა.