შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კარლ ბილდტის განცხადებით, ახლა საქართველო საარჩევნო კამპანიის ბოლო ფაზაშია და ეს პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს.
როგორც ბილდტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მხარეებმა არსებული პრობლემები განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახებს.
"ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით საქართველოს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, განვიხილეთ პრობლემები, რომ საქართველომ არ გაიმეოროს უკრაინის მიერ დაშვბეული შეცდომები. ქვეყნის წინსვლა და წინ ყურება აუცილებელია თითოეული ჩვენთაგანისთვის. ახლა საარჩევნო კამპანიის ბოლო ფაზაშია საქართველო და აღვნიშნეთ, რომ პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს და შეესაბამენა იმ სტანდარტებს, რომელსაც ველით. ჩვენ აქ ვიმყოფებით როგორც საქართველოს მეგობრები და ეს ეგობრობა წლებია, გრძელდება. თქვენი ქვეყნის შემდგომი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების პროცესში, გარწმუნებთ რომ თქვენს გვერდით ვიქნებით,"- განაცხადა კარლ ბილდტმა.