საქართველოს პრემიერ-მინიიტრის ბიძინა ივანიშვილის განაცხადებით მან მოახერხა პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დარწმუნება რომ საქართველოში სიტუაცია სტაბილური იქნება. როგორც ივანიშვილმა რადოსლავ სიკორსკის და კარლ ბილტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა მათი სურვილია, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი დიდხანს არ გაგრძელდეს.
,, ვფიქრობ, მე მოვახერხე მათი დარწმუნება რომ სიტუაცია სტაბილური იქნება, თუმცა გარკვეული ეჭვები მაინც რჩებათ და ეს ბუნებრივიცაა, რადგან ორი გამოკვეთილი ლიდერი ტოვებს პოლიტიკას. სააკაშვილი_ 17 ნოემბრის ინაუგურაციის შემდეგ და დაახლოებით ინაუგურაციდან ერთ კვირაში დავტოვებ პრემიერ-მინისტრის პოსტს. მათ აქვთ წუხილი, რომ არ გაგრძელდეს სამართლიანობის აღდგენის პროცესი დიდხანს არ გაგრძელდეს, არ მოხდეს ახალი დაპატიმრებები, რაშიც ვეთანხმები. თქვენ იცით რომ არაერთხელ გამიკეთებია განცხადება რომ არ არის ჩემი ინტერესი რომ მუდამ უკან ვიყურებოდეთ და მხოლოდ სასჯელზე ვფიქრობდეთ. უნდა მოვახერხოთ და ჩავიცხროთ აგრესია, უნდა მოვახერხოთ რომ წინ ვიყუროთ და მშენებლობით ევროპისკენ წინსვლა მოვახერხოთ", _განაცხადა ივანიშვილმა.