პრაიმერის ინიცატორი პარტიები თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შესარჩევად სოციოლოგიურ გამოკითხვას დღეიდან, 8 მარტიდან, დაიწყებენ. ამის შესახებ ~ჯი-ეიჩ-ენს~ "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განუცხადა.
~ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად სოციოლოგიურ გამოკითხვას 8 მარტიდან დავიწყებთ. აღნიშნულთან დაკავშირებით კი, ~ხალხის პარტიის~ ოფისში ოფიციალურ განცხადებას გავაკეთებთ~, - აღნიშნა კუკავამ.
კობა დავითაშვილის პარტიის ოფისში, ერთიანი კანდიდატის გამოსავლენად გამოკითხვის დაწყების შესახებ ოპოზიციონერები სპეციალურ განცხადებას დღეს, 12:00 საათზე გააკეთებენ.
პრაიმერის ინიციატორმა პარტიებმა პირველ მარტს განცხადება გაავრცელს, სადაც პრაიმერის ჩატარებაზე უარი თქვეს და დაეთანხმნენ წინადადებას, რომელიც თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის სოციოლოგიური კვლევის გზით გამოვლენას გულისხმობს.