თბილისის მერი გიგი უგულავა პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. უგულავას სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია რომ ,,არადა მივდივარო და თქვენ,ხალხმა, გადაწყვიტეთ აწი ვის სად აირჩევთო. ბატონ პრემიერს უყვარს გამოთქმა "წინა ხელისუფლება სიცრუეში გაცხოვრებდათო". საერთოდ არ მანაღვლებს ვინ "უზის თავში" ბატონ ბიძინას. ფაქტია რომ დადასტურდა ის პასუხისმგებლობას გაურბის და ეტრფის ძალაუფლებას. თქვენზე არ ვღელავ, მაგრამ ქვეყნისთვის ეს ძაან ცუდია. მადლობთ ყურადღებისთვის", _აცახდებს უგულავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თბილისის მერობის კანდიდატს პოლიტიკიდან წასვლამდე დაასახელებს. როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, მას უკვე მოფიქრებული აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თუ ვისი კანდიდატურა შეიძლება დააყენოს მმართველმა კოალიციამ დედაქალაქის მერის პოსტზე.