საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე მიჩნევს რომ სახალხო დამცველის ინიციატივით ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შექმნილი საზოგადოებრივი კომისია ეფექტური ვერ იქნება, რადგან მას შესაბამისი სამართლებრივი ბერკეტები არ გააჩნია.
,,ვშიშობ, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შექმნილი საზოგადოებრივი კომისია ვერ იქნება ეფექტური რადგან მას კანონმდებლობა შესაბამის სამართლებრივ ბერკეტებს, რომ ინფორმაციები მოიძიოს, დაკითხოს პირები და არ აძლევს. მიუხედავად ამისა, კომისია თუ აღნიშნულ საქმეში სინათლეს შეიტანს კარგი იქნება", _განაცხადა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შექმნილი საზოგადოებრივი კომისიის შემადგენლობა დღეს გახდება ცნობილი.