საქართველო არ გახდება ნატო-ს წევრი 2014 წელს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა რუს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იტყობინება "რია ნოვოსტი".
"საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ დაადასტურა ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფება. მაგრამ, მომავალ წელს ეს ნამდვილად არ მოხდება. ჯერჯერობით, ჩვენ ვითანამშრომლებთ საქართველო-ნატო-ს საბჭოს ფარგლებში", - განაცხადა რასმუსენმა.
მისივე თქმით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოც და ნატო-ც ალიანსში გაწევრიანების სურვილით წარდგნენ.
"უკრაინამ გადაწყვიტა, არ გააგრძელოს ალიანსში გაწევრიანების პოლიტიკა. ჩვენ არ ვითანამშრომლებთ ამ ქვეყანასთან უკრაინა-ნატო-ს საბჭოს ფარგლებში", - დასძინა ანდერს ფოგ რასმუსენმა.