საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიინა ივანიშვილის განცხადებით, მმართველმა კოალიციამ საპარლამენტო წარმომადგენლობა ძირითადად საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებით დააკომპლექტა და არა - მათი საპარლამენტო მუშაობის გამოცდილების მიხედვით, ამიტომ, ძალიან ბევრი დეპუტატი ეფექტური ვერაა.
როგორც ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, როდესაც მან ხაზი გასუვა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ბევრი მსახობი და რეჟისორია, ზოგიერთები განაწყენდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში, პარაქტიკული მუშაობის შედეგად, მათი საქმიანობა უფრო ეფექტური გახდება.
"ნაკლებს ვმონაწილეობ საპარლამენტო უმრავლესობის მუშაობაში, უსუფაშვილია პარლამენტის სპიკერი, თუმცა პრინციპულ საკითხებში საკმაოდ ვაქტიურობ და პრინციპში კარგად ვიცი ვის რა შეუძლია. ჩვენ იცით არჩევნები როგორც ჩავატარეთ, სახელოვანი, ღირსეული და ძრითადად ცნობილი ხალხი გამოვიყვანეთ წინა პლანზე და არა ის, რომ საპარლამენტო მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ მათ. რა თქმა უნდა, საპარლამენტო მუშაობაში იქ ძალიან ბევრი ეფექტური ვერაა. ზოგიერთები ჩემზე განაწყენდნენ როცა ვთქვი, რომ ზოგიერთი მსახიობია. მსახიობიც ძალიან მიყვარს, სოსოც ძალიან მიყვარს და კიდევ იქ ძალიან ბევრი რეჟისორიცაა და ყველა ძალიან მიყვარს, მაგრამ საპარლამენტო მუშაობას თავის გამოცდილება უნდა და სოსო ჯაჭვლიანიც და სხვებიც ცდილობენ როგორც ახერხებენ, გამოცდილება უნდა, ცოდნა უნდა. მომავალში ისინი კიდევ უფრო ეფექტურები იქნებიან,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრი მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდგომ მოვლენების შესაძლო განვითარებასაც აფასებს და მიიჩნევს, რომ არ არის გამორიცხული კოალიცია რამდენიმე წევრმა დატოვოს, თუმცა მთლიანად კოალიციის მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე დაშლა ნაკლებად სავარაუდოა.
"კობა დავითაშვილმა მოახერხა და გავიდა. მე არ გამოვრიხავ, რომ ერთი-ორი შემთხვევა კიდევ იყოს ასეთი, არაფერს გამოვრიცხავ და ამით არაფერი არ მოხდება ცუდი. კოალიცია არ დაიშლება რაც მთავარია. თუ ვინმე გავა კოალიციიდან, მე არ მგონია, რომ ბევრს მოიგებს, ჩემი გადმოსახედიდან საკუთარ პიროვნებას დააზარალებს, თუმცა ყველას თავისი გადმოსახედი აქვს. ჩემი აზრით, კოალიცია ამ მუხტით მივა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე და იმის შემდგომ 2წლიანი პერიოდი დგება, რომელიც პარტიის მშენებლობას მოხმარდება,"- აღნიშნა ივანიშვილმა.