"დაბალი ალბათობით, თეორიულზე მეტ შანსს ვუშვებ, რომ კოალიციის საბჭოზეც და თვითონ უმრავლესობაშიც შესაძლებელია, რომ სხვა კანდიდატურა წამოიწიოს და დამარწმუნონ მე, რომ ის ჯობია,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში" სტუმრობისას პრემიერის პოსტზე მისი შემცვლელის ვინაობის საკითხის კომენტირებისას ისაუბრა.
ივანიშვილის თქმით, თუ მას უკეთეს კანდიდატურას აჩვენებენ, არასოდეს მის იდეას თავს არავის მოახვევს.
"ამ შემთხვევაში არჩევანი დიდი. მაჯორიტარები იყო თუ სხვა დანიშვნები იყო, უამრავი შემთხვევა იყო, რომ მე ერთს ვასახელებდი და მეორე გადიოდა. არ იფიქროთ, რომ მე დიქტატურა მაქვს და მარტო ჩემი აზრები გადის და ჩემი იდეები,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.