"გუნდისთვის არ მითქვამს, შეიძლება მანაც კი არ იცის, მინდა რომ ბოლომდე ჩამოვყალიბდე,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში" სტუმრობისას პპერმიერის პოსტზე მისი შემცვლელის ვინაობის საკითხის კომენტირებისას ისაუბრა.
ივანიშვილის თქმით, იგი რამდენიმე კანდიდატზე ფიქრობდა, თუმცა ამ დროისთვის თითქმის ბოლომდეა ჩამოყალიბებული თუ ვის მოიაზრებს იგი საქართველოს მომავალ პრემიერ-მინისტრად.
"მინიშნებით შეიძლება გრძნობს ვიღაც ამას, მაგრამ თვითონაც არ იცის და სატელევიზიო ეთერით რომ გაიგოს, უხერხული იქნება. ჯერ მან უნდა გაიგოს და დათანხმდეს. მერ უკვე გუნდმა აუცილებლად უნდა გაიგოს ეს და შევუთანხმო. მე არ გამოვრიცხავ, რომ გუნდის წევრებმა გამისწორონ და მითხრან - ეს კი არა, ეს აჯობებსო,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.