"რუსთავი 2" აბსოლუტურად დაგეგმილად მიდის, აგიტაციას, პროპაგანდას უკეთებს "ნაციონალურ მოძრაობას" და გვაკრიტიკებს ჩვენ,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში" სტუმრობისას განაცხადა. პრემიერმა აქვე ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გასული გადაცემის თაობაზე მის მიერ გაკეთებული კომენტარი, რომ "მაესტროს" ჟურნალისტები ცოტა დაიბნენ და დაგოიმდნენ", კიდევ ერთხელ განმატა.
"მშვენივრად იცოდნენ მათაც, რომ პროკურატურა იყო წარმატებული. პროკურატურა ნაწილია იმ ხელისუფლების, რომლის მეთაურიც მე ვარ და გაატარეს. ეს იგივეა, რომ მხარი დაუჭირო მათ. მამუკა ღლონტმა რაც გამოვიდა და თქვა მუქარის სახით, ჩვენ ამისთვის ვართ, რომ ვაკრიტიკოთო, არავის კრიტიკის არ მეშინია მე, მით უმეტეს "მაესტროს" კრიტიკისა, რამეთუ მე მაქვს სუფთა წარსული და მომავალშიც ვაპირებ ასე ცხოვრებას. სწორი კრიტიკა, არგუმენტირებული, ეს მხოლოდ სასარგებლოა ჩემთვის. ეს არ მინდა მე რომ მუქარის ტონით წარმოვთქვა. მათი მოვალეობაა, რომ აკრიტიკონ ხელისუფლება და მე ამას მივესალმები, კრიტიკა ჩვენ გვეხმარება, ოღონდაც არგუმენტირებული,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.