"ჯერ ყველა ანალიზი, ყველა დამოკიდებულება აჩვენებს, რომ მეორე ადგილზე გასული კანდიდატი დავით ბაქრაძე იქნება," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში" სტუმრობისას ისაუბრა.
ივანიშვილის თქმით, მმართველი კოალიციის მიერ დკვეთილი და ასევე სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი რეიტინგით ნინო ბურჯანაძეს უგებს.
"დიდი ალბათობით დავით ბაქრაძე იქნება მეორე ადგილზე, მაგრამ იმის ალბათობა, რომ ბაქრაძე მეორე ადგილზე არ იყოს, არის უფრო დიდი, ვიდრე იმის ალბათობა, რომ იყოს მეორე ტური საერთოდ. მეორე ტური რომ იყოს ამის ალბათობა არის მცირე... რამდენიმე შეკითხვას არ ვუპასუხე და დღესაც მინდა ჟურნალისტებს შევახსენო, რომ ამაზე ბევრ დროს ნუ დავხარჯავთ. მეორე ტური არ იქნება, პრაქტიკულად ამის ალბათობა არ არსებობს,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.