საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე არ დევს ჩვენი საგარეო პოლიტიკური კონცეფცია, - აღნიშნა გაზეთ "პრემიერთან" საუბარში საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გირგოლ ვაშაძემ. მისი თქმით, ახალმა ხელისუფლებამ საქართველოს დიპლომატიურ სამსახურს მიაყენა ძალიან მძიმე დარტყმა.
"დიპლომატები არ იზრდებიან ხეზე. და მით უმეტეს ხეზე არ იზრდებიან და მით უმეტეს ხეზე არ იზრდებიან მრავალმხრივი დიპლომატიის სპეციალისტები. მაპატიეთ და დედამ და მამამ უნდა გააჩინოს ამისთანა ადამიანი. ეს ცალკე მეცნიერებაა. მაგალითად, ეუთოში, სადაც პაატა გაფრინდაშვილი იყო ჩვენი დიპლომატიური სამსახურის ერთ-ერთი ხერხემალი. მას ურთიერთობა ჰქონდა 56 ქვეყნის წარმომადგენელთან, რაც ეფუძნებოდა ნდობას, ინტერესებს, ურთიერთპატივისცემას. ეს არ ხდება არც ერთ და არც ორ წელიწადში. თქვენ, როგორც მოქალაქესა და პოლიტიკურ ჟურნალისტს, გაქვთ შემჩნეული, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთანა ჩუმი სამინისტრო დღეს ძნელად წარმოსადგენია?.. ყველა აკეთებს განცხადებებს, ვისაც არ ეზარება, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებები შემოიფარგლება იმით, რომ «აქ ვიყავით და უაღრესად პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა». საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე არ დევს ჩვენი საგარეო პოლიტიკური კონცეფცია", - აცხადებს ვაშაძე.