საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე წარსდგება და დაიკითხება.
ივანიშვილი ფრანგული გამოცემა "ფრანს პრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს პოლიტიკურ გვამს უწოდებს და აღნიშნავს, რომ პროკურორები გადაწყვეტილებებს გამოძიებაზე დაყრდნობით მიიღებენ, ამიტომ ეს არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი.
"ჩემი ზრით, სააკაშვილს ბევრ შეკითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი და სწორედ ამიტომ, არსებობს დიდი ალბათობა, რომ ის დაიკითხოს,"- განაცხადა ივანიშვილმა.
საქათველოს მთავრობის ხელმძღვანელი "ფრანს პრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში პოლიტიკიდან მისი წასვლის საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის კვირაში, სვარაუდოდ, 24 ნოემბერს აპირებს თანამდებობის დატოვებას, თუმცა მის შემცვლელს მანამდე დაასახელებს.