ძლიერი ქარის გამო თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის სურამი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა, რამაც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის დროებით შეფერხება გამოიწვია.
ასფალტის საფარზე ჩამოვარდნილი ელექტროგადამცემი კაბელი მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობას ხელს უშლის, რის გამოც, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
შემთხვევის ადგილზე სამუშაო ბრიგადები უკვე მობილიზებულია. მათი ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზს აღადგენა უკვე დაწყებულია, რის შემდეგაც მოძრაობა შეუფერხებლად განახლდება.
ამ დროისთვის შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე ამინდის გაუარესობის გამო ტემპერატურის დაცემასთან ერთად წვიმს და ძლიერი ქარი ქრის.