კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, მისთვის გასაკვირია დღევანდელი ხელისუფლება რატომ ედავება, ,ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანსა და მას, როგორც ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს დასაქმების პროგრამაში.
მისივე თქმით, მაშინ როდესაც დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად გაუარესდა ახლა მათ დასაქმების პროგრამის გამო არ უნდა ედავებოდნენ.
,, სამარცხვინოა, დასავლეთ აქართველოს საოლქო პროკურატურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ჩვენ ვართ ბრალდებულები და მოსამართლეს სთხოვენ, რომ დაგვაკაონ. დღევანდელი ხელისუფლება როცა არ არსებობს თავის დაპირებას დასაქმებასთან დაკავშირებით ჩვენ გვედავებიან ადამიანების დასაქმებაში", _განაცხადა პროცესის დაწყებამდე ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა მისი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილია დასწროს პროცესს, თუმცა მას ვირუსი აქვს და ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის მოხერხებს თუ არა პროცესზე დასწრებას. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, დასაქმების პროგრამის ფარგლებში ამომრჩევლების მოსყიდვაში ადანაშაულებს