ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, დღეს ცხინვალში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ევროსაბჭოს დამოუკიდებელი ექსპერტები ბრიუს პეიტი და ნიკოლას სებირე ჩავიდნენ.
კომიტეტი ასევე იუწყება, რომ ცხინვალში მყოფ ექსპერტებს დაგეგმილი აქვთ შეხვედრა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან და ქართული მხარის მიერ გათავისუფლებულ ყოფილ მძევლებთან.
"ექსპერტები ასევე შეხვდებიან სამხრეთ ოსეთის გატაცებულ და უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების ნათესავებსაც.