ჯარისკაცების დიდი ნაწილის მოწამვლის ფაქტს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პროვოკაციას უწოდებს და განმარტავს, რომ ძველ ფაქტებთან დაკავშირებით სამხედრო პოლიცია მოკვლევას აწარმოებს და ამის შეასხებ ინფორმაციას უახლოეს დღეებში პროკურატურას გადაუგზავნის.
,, ჩემთვის აბსოლუტურად უცხო არ არის, რომ არსებობს ხალხის კატეგორია, რომელსაც არ ვუყვარვართ. კრიტიკა ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები, ჯანსაღლი და დემოკრატიის ნაწილია. თუმცა ჩემთვის მიუღებელია და დანაშაულად მიმაჩნია, როცა მიზანმიმართულად შეიარაღებულ ძალებზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ. დღეს საქართველოს ჰყავს შეიარაღებული ძალები რომელსაც აქვს უნარი გასცეს საკადრისი პასუხი მოწინააღმდეგეს, დღეს შეიარაღებულ ძალებს აქვთ უფრო მეტი ხელფასი, აცვიათ უკეთესი ფორმა, აქვთ უკეთესი კვება და რაც მათვარია არიან აპოლიტიკურნი, რაც ჩვენი მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევაა. ჩემთვის დიდი პატივია ვემსახურებოდე სამშობლოს. ჩვენ ვპროგრესირებთ, გვაქვს უმაღლესი შეფასება ალიანსის წევრი ქვეყნებისგან. ჩვენი გზა არის ევროპისკენ და ნატოსკენ", - განაცხადა ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რადიოსადგურებისა და გაზეტების რედაქტორებთან შეხვედრისას მკვეთი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, რომ ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტს გრიფით საიდუმლო ედო.
,, ვინ დაადო ჯარისკაცების მოწამვლას გრიფით საიდუმლო, რა სააკაშვილის მთავრობააა. რატომ არის გრიფით საიდუმლო თუ ჯარისკაცი მოიწამლა. მე არ ამგონია, რომ ამ საქმეს გრიფით საიდუმლო უნდა ედოს, რა სახელმწიფო საიდუმლოება ეს არის. თუ ჯარისკაცი მოიწამლა და ამას გრიფით საიდუმლო დაადეს და ეს ამბავი საიდუმლოა ჩვენს ქვეყანაში მაშინ ჩვენი საქმე კარგად ყოფილა", _განაცხადა ივანიშვილმა.