სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ესტაფეტაში რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი ჩაერთო და ოლიმპიური ჩირაღდანი ვლადიმირის ქალაქ სუზდალში გაატარა.
რუსი ჟურნალისტის კითხვაზე, ეთანხმება თუ არა, რომ საქართველომ სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოს, პავლიაშვილმა უპასუხა, რომ სპოტი და ხელოვნება ადამიანებს აერთიანებს და მასში მონაწილეობა ყველამ უნდა მიიღოს.
"სპორტი და ხელოვნება არის ის ბედნიერება, რომელიც ღმერთმა გვაჩუქა და მასში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რადგან სპორტი და ხელოვნება ადამიანებს აახლოვებს. არის ხალხი, ვისაც ეს არ უნდა, ყველას თავისი აზრი აქვს,"- განაცხადა სოსო პავლიაშვილმა.