საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სასარგებლო და სასურველი არ იქნება , რადგან კიდევ ერთი ახალი ფორიაქის გამომწვევი შეიძლება გახდეს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საზოგადოებაში არსებობს ობიექტური კითხვა იმის შესახებ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" 40%-იან საპარლამენტო წარმომადგენლობას რეალურად არ იმსახურებს, თუმცა ხელისუფლებამ ყველაფერ ძველტე ტოტალური რევიზია რომ დაიწყოს, საზიანო იქნება.
"ყველაფერი ძველი რომ გადავაფასოთ, ჩვენ უკან დავრებით. იქნებ უფრო საინტერესო წინსვლა იყოს და ამაზე მეტი დრო არ დავხარჯოთ. უკეთესი იქნება საზოგადოებისთვის, რომ აღარ შევეხოთ ამ პროცესს, გადავიტანოთ. არაფერი პრინციპული იქ აღარ ხდება. ჩვენებიდანაც იქ ბევრი ანგელოზები არ სხედან, ბევრს არ აქვს გამოცდილება საპარლამენტო მუშაობის, ძალიან ნიჭიერი და წარმატებული ხალხი შევიდნენ ჩვენი მხრიდან, მაგრამ პარლამენტს თავისებური ცოდნა სჭირდება და კანონის შემოღებას და დახვეწას თავისებური განათლება სჭირდება. "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ძალიან ბევრნი არიან, რომლებიც სჭარბობენ ჩვენებს ამ ცოდნით და იქნებ გამოვიყენოთ ესეც პოზიტივში და მუდამ არ ვახსენოთ ის, რაც დაირღვა უკან,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.