,,ხალხის პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატ კობა დავითაშვილის განაცხადებით პრემიერის გაბუტული პოზიცია მეორე ტურთან დაკავშირებით მის იმიჯს არ წაადგება. როგორც ჟურნალისტებთან დავითაშვილმა განაცხადა მეორე ტურის გამართვა ჩვეულებრივი მოვლენაა და ამაში გასაკვირი არაფერია.
,, ასეთი გაბუტული პოზიცია მეორე ტურთან დაკავშირებით ნამდვილად არ წაადგება ბიძინა ივანიშვილის იმიჯს, რადგან დარწმუნებული ვარ ყველა ნაბიჯი რაც მან გადადგა და ბოლო ნაბიჯი, რომ ის პოლიტიკიდან მიდის მიმართულია დემოკრატიის მშენებლობისთვის. თუმცა ტირილსა და მოთქმას არ დავიწყებ თუ მარგველაშვილი მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს", _განაცხადა დავითაშვილმა.