,,ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე პრემიერ-მინისტრის დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ბაქრაძემ განაცხადა ახლა გაბუტვისა და პირობების წაყენების დრო არ არის.
ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში კონკურენტული გარემო იქნება.
,, იმედი მაქვს, მეორე ტურის შემთხვევაში მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს და მე და მას ჯანსაღი კონკურენცია გვექნება. ეს არის კატგი ქვეყნისთვის. ვფიქრობ, გაბუტვისა და პირობების წაყენების დრო ნამდვილად არ არის. მეორე ტური თუ შედგა ის იქნება ქართველი ხალხის ნება და არჩევანი', _განაცხადა ბაქრაძემ.