"ისედაც მეშინია არჩევნებზე ხალხი არ დაგვაკლდეს და ახალი პრემიერის ვინაობას არჩევნების შემდეგ დავასახელე არ მინდა გიორგი მარგველაშვილი სხვა თემებით გადავფარო,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ცენტრალური რადიოსადგურების და ბეჭდური გამოცემების წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საზოგადოება მისი შემცვლელის ვინაობას არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 2-3 დღეში შეიტყობს.
"აბსოლუტური აქცენტი მინდა გიორგი მარგველაშვილზე გადავიდეს და ეს იყოს მსჯელობის საგანი. მე ისედაც მეშინია, რომ ახლა არჩევნებზე ხალხი არ დააკლდეს და ძალიან ბევრ მოწოდებებს ვაკეთებ, რომ როგორმე არჩევნებზე მოვიდნენ. სხვა თემებით მით უმეტეს არ მინდა ეს გადავფარო. აბსოლუტურად სწორად მაქვს დალკაგებული, რომ დამთავრდება არჩევნები 27-ში, შედეგებს გავიდებთ და შეიძლება მეორე ან მესამე დღეს თქვენ უკვე იცოდეთ ახალი პრემიერის შესახებ,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.