საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრის დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ჯაფარიძემ განაცხადა ივანიშვილის განცხადებაში კარგად გამოჩნდა, მისი დამოკიდებულება ქვეყნისა და პოლიტიკისადმი.
,, ივანიშვილის განცხადებას თუ კარგად დავუკვირდებით მივხვდებით, რომ პრემიერი-მინისტრი ქართველ ხალხს, ქართველ საზოგადოებას, სახელმწიფოს არაფრად არ აგდებს. პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც მეორე ტურში გავა როგორ შეიძლება მან მოხსნას კანდიდატურა და ამის გამო განაწყენდეს", _განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში გიორგი მარგველაშვილს ურჩევს, რომ მონაწილეობა არ მიიღოს. როგორც პრემიერმა გაზეტებისა და რადიოსადგურების რედაქტორებთან შეხვედრისას განმარტა მისთვის ასევე შეურაცხმყოფელი იქნება თუ გიორგი მარგველაშვილი პირველსავე ტურში 60%-ზე ნაკლებ ხმების რაოდენობას მიიღებს.