საქართველოს პრემიერ-მინისტრი მის მიმართ ტელეკომპანია "მაესტროს" ჟურნალისტების დიანა ტრაპაიძის და თეონა გეგელიას დამოკიდებულებაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ტელეწამყვანებმა პრემიერის შენიშვნის გამო წყენა გამოხატეს.
ივანიშვილის თქმით, აღნიშნული წამყვანები და ესქპერტი სოსო ცისკარიშვილი პირდაპირ ეთერში ისხდნენ და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს თაროზე შემოდებულად აფასებდნენ, როდესაც ამავე ტელეკომპანიის ეთერში მჯდარი პროკურორი სრულიად საპირისპიროს ამტკიცებდა და აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეში წინ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობდა.
"განაწყვენდნენ ჟურნალისტები, შენიშვნა როგორ მივეცი მე მათ. შემთხვევით არ თქვა გეგელიამ - წავიდეს ეს კაცი, თავი დაგვანებოს, გაუმარჯოს სააკაშვილსო. ესეც მისი ნებაა. მე იმას ვამბობ, რომ ნუ ჰგონია ვითაცას, რომ ტელევიზორის ყუთიდან სახელმწიფოს ავატრიალებთ. საზოგადოება გონზე მოვიდა. ეს ატრიალებები დასრულდა უკვე და ყველას თავისი ადგილი ექნება, ჟურნალისტსაც თავისი ადგილი ექნება და ექსპერტსაც. კარგი ადგილი ექნება, ცუდი ადგილი კი არ ექნება. მაგარმ პირადი ამბიციები ცოტა უნდა დავიცხროთ და ცოტა მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ საკუთარ თავზე,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.